20.01.2018

დოქტრინები

‘ხსნის არმიის’ აქტის 1980 წ. გამოშვების N1 პარაგრაფის მიხედვით

ჩვენ გვწამს, რომ ძველი და ახალი აღთქმის წერილები ღვთისულიერია და მხოლოდ ისინი შეადგენენ ქრისტიანული რწმენისა და ცხოვრების ღვთიურ წესს.

ჩვენ გვწამს, რომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც სრულყოფილია და არის ყოვლის შემოქმედი , დამცველი და მბრძანებელი და რომ მხოლოდ ის უნდა იყოს რელიგიური თაყვანისცემის საგანი

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი სამპიროვანია – მამა, ძე და სულიწმიდა; ისინი განუყოფელი არიან არსით და თანასწორნი არიან ძალასა და დიდებაში.

ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთიური და ადამიანური ბუნება ერთმანეთს ერწყმის ისე, რომ ის არის ჭეშმარიტად ღმერთი და ჭეშმარიტად კაცი.

ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი წინაპრები უმწიკვლოებაში იყვნენ შექმნილნი, მაგრამ თავიანთი დაუმორჩილებლობით დაკარგეს სიწმიდე და ბედნიერება; მათი დაცემის შედეგად ყველა ადამიანი ცოდვილია, რის გამოც ის იმსახურებს ღვთის რისხვას.

ჩვენ გვწამს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი ტანჯვითა და სიკვდილით გამოისყიდა მთელი ქვეყნიერება, რათა ეხსნა იგი.

ჩვენ გვწამს, რომ ხსნისათვის აუცილებელია ღვთის წინაშე სინანული, უფალი იესო ქრისტეს რწმენა და სულიწმიდის მიერ განახლება.

ჩვენ გვწამს, რომ გამართლებულნი ვართ უფალ იესო ქრისტეში რწმენის მეშვეობით და რომ ყოველ მორწმუნეს საკუთარ თავში აქვს მოწმობა.

ჩვენ გვწამს, რომ ხსნის მუდმივობა დამოკიდებულია ქრისტეს მიმართ განუწყვეტლის მორჩილებაში.

ჩვენ გვწამს, რომ ყოველ მორწმუნეს აქვს უფლება იყოს მთლიანად განწმედილი, რათა მთელი მისი სული, სამშვინველი და სხეული უმწიკვლოდ იყოს შენარჩუნებული უფალ იესო ქრისტეს მოსვლამდე.

ჩვენ გვწამს სულის უკვდავება; სხეულის აღდგომა; აღსასრულისას საყოველთაო განსჯა; მართალთა საუკუნო ბედნიერება და ბოროტთა უწყვეტი სასჯელი