ჩვენს შესახებ

ხსნის არმია ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია განსხვავებული მართვის და საქმიანობის სისტემით. ხსნის არმიის დოქტრინები ირეკლავს ქრისტიანული რწმენის მრწამსს და ხაზს უსვამს უფლის გადარჩენის გეგმას. ჩვენი მიზანია „ქრისტიანული რელიგიის წარმოჩენა.. განათლებაში, მიუსაფართა დახმარებაში, და სხვა საქველმოქმედო საქმიანობებში, რომელიც ემსახურება საზოგადოებას და კაცობრიობას.“* წაიკითხე მეტი…

ჩვენი რწმენა

ხსნის არმია არის ქრისტიანული ორგანიზაცია და საყოველთაო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი. ეს არის ის მესიჯი და ცხოვრების სტილი, რომელიც დაფუძნებულია ბიბლიის სწავლაზე. მისი საქმიანობის მიზანია ცნობადი გახადოს იესო ქრისტეს სახარება და მოუწოდოს ხალხს გაყვნენ მას. წაიკითხე მეტი…

დოქტრინები

‘ხსნის არმიის’ აქტის 1980 წ. გამოშვების N1 პარაგრაფის მიხედვით. ჩვენ გვწამს, რომ ძველი და ახალი აღთქმის წერილები ღვთისულიერია და მხოლოდ ისინი შეადგენენ ქრისტიანული რწმენისა და ცხოვრების ღვთიურ წესს. ჩვენ გვწამს, რომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც სრულყოფილია და არის ყოვლის შემოქმედი , დამცველი და მბრძანებელი და რომ მხოლოდ ის უნდა იყოს რელიგიური თაყვანისცემის საგანი. წაიკითხე მეტი…

ლოცვა

‘ხსნის არმიის’ საქმიანობაში ლოცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით მას.  ჩვენი Worldwide Prayer Meeting (ლოცვა მსოფლიო მაშტაბით) ყოველ სამშაბათ დილით ტარდება – თითოეული ადამიანი დღეში ნახევარ საათს უთმობს ხსნის არმიის საქმიანობაზე ლოცვას მსოფლიო მაშტაბით. წაიკითხე მეტი…

თაყვანისცემა

ხსნის არმია საყოველთაო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილია მიუხედავად მისი მართვის და პრაქტიკული საქმიანობის განსხვავებული სტილისა.  ადგილს, სადაც ხსნის არმიელები განადიდებენ უფალს, ხანდახან უწოდებენ ‘ციტადელს’ ან ‘ტაძარს’, თუმცაღა რა სახელითაც არ უნდა მოიხსენებოდეს ეს ადგილი, ისინი წარმოადგენენ ქრისტიანულ ეკლესიებს და იგი ღიაა ყველასთვის სადაც ყველა თბილად იქნება მიღებული. წაიკითხე მეტი…

სულიერი ცხოვრება

ხსნის არმია მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი კი არა ’წმიდათა მოძრაობაა“ რომლის წევრები ცდილობენ ემსგავსებოდნენ იესო ქრისტეს მათ ცხოვრებაში სულიწმიდის მოქმედებით. წაიკითხე მეტი…

ხედვა

ერთი არმია: ჩვენ ვხედავთ ღმერთის მიერ აღძრულ, სულიწმიდით აღვსებულ 21 საუკუნის არმიას – განმტკიცებულნი ჩვენს მოწოდებაში, ერთიანად წინ   დაძრულნი. ჩვენ… წაიკითხე მეტი…

ქრისტეს სხეული

ხსნის არმია ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია განსხვავებული მართვის და საქმიანობის სისტემით.    ხსნის არმიის დოქტრინები ირეკლავს ქრისტიანული რწმენის მრწამსს და ხაზს უსვამს უფლის გადარჩენის გეგმას. წაიკითხე მეტი…