ნატვრის ხე
1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე “ისთ ფოინთის” და “თბილისი მოლის”, ასევე “კარფურის” ფილიალებში უცნაურად გაფორმებულ ნაძვის ხეებს შეხვდებით. საშობაო ხის ტოტები სათამაშოების ნაცვლად პატარების საშობაო სურვილებითაა მორთული. ეს “ხსნის არმიის” საშობაო-საახალწლო სოციალური პროექტი გახლავთ. “ნატვრის ხე”, იგივე “ანგელოზის ხე” 2010 წლიდან ხორციელდება და მიზანად ისახავს ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებში, ასევე ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების[…]