სამი დღის ოთხი ამბავი

https://youtu.be/B8RVdtGGyp8 პარასკევის გვიან საღამოს, მომცრო სამზარეულოში, ხსნის არმიის ოფიცრები და ჯარისკაცი ლევანი, ნინო და პავლე ღამის თბილისში სამოგზაუროდ ემზადებიან. ნინო ქვაბებს დასტრიალებს, პავლე და ლევანი კონტეინერებში ალაგებენ ცხელ საჭმელს. ჩაითაა ავსებული უზარმაზარი თერმოსიც. იტვირთება მანქანა და კოტე აფხაზის ქუჩისკენ იღებს გეზს: როგორც მაიორი ნინო მიხსნის, დათქმული ტრაექტორიით, აქ ეგულებათ ის უსახლკაროები, რომლებსაც წინა წლებში, ყოველ[…]