სთხოვეთ მას, რომ დაგანახოთ სწორი გზა

საშინელებათა ფილმებში არაერთხელ მინახავს კადრი, როდესაც მსოფლიო თითქოს დროებით არსებობას წყვეტს. ადამიანებისაგან დაცარიელებული ქუჩები, ბავშვების ჟრიამულის ხმას მოკლებული პარკები, დახურული სავაჭრო ცენტრები, ასეთი კადრები ჩემში შიშის გრძნობას ბადებს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რეალურად გადამხდენოდა თავს. 2020-მა წელმა ამ სურათის რეალურ სამყაროში გადმოტანა და გაცოცხლება შეძლო, უხილავმა მტერმა სახლში იძულებით გამოგვკეტა და ყოველდღიურ რუტინას[…]