მე მამის რჩეული ვარ

როგორ შეიძლება ეს, როდესაც მას ამდენი შვილი ჰყავს? 

ფაქტიურად, მამაჩემი „ყველას მამაა“. სწორედ ასეთ დასკვნას აკეთებს პავლე იმ ასპექტების ნუსხაზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს ერთ სულში (1). როდესაც პავლე ამ განცხადებას აკეთებს, მე დარწმუნებული ვარ, იგი არ აკეთებს შეზღუდვას „ყველასგან“ „ყველა მორწმუნის“ მიღმა, მე მწამს, რომ იგი გულისხმობს თითოეულ პიროვნებას ამ ქვეყანაზე. იმავე წერილში იგი წერს სულის ერთობის შესახებ, მან უკვე განაცხადა, რომ ჩვენი უფალი იესოს მამა აგრეთვე:

„იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე.“
ეფესელთა 3:15

მე შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, ასევე მორწმუნეებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ღმერთის, როგორც „სრულყოფილი მამის“ ხატებას. ძალიან ხშირად, ეს დისკომფორტი აშორებს მათ ცუდი გამოცდილებიდან, რომელიც გამოწვეულია მოშორებული ან შეურაცხმყოფელი მიწიერი მამისგან, რომელიც ძალიან შორს იყო სრულყოფილებისგან. მამა ღმერთი აწესებს სტანდარტს თუ როგორია კარგი მამა – და კარგი მიწიერი მამაც კი სულ მცირეოდანსაც კი ვერ გაიღებს იმისა, რასაც „სრულყოფილი მამა“ აკეთებს. რადგანაც „სრულყოფილ მამას“ შეუძლია მოიცვას ყველა მისი შვილი. შემდგომში:

„… ვინც მიიღო და ირწმუნა მამის სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.“
იოანე 1:12

ამგვარად, როდესაც ადამიანი მიიღებს იესო ქრისტეს მის ცხოვრებაში, იგი ხდება ღმერთის შვილი, და ამგვარად იგი ასევე ღმერთის ფავორიტია. არასოდეს მოხდება ისე, რომ „სრულყოფილი მამა“ ერთ შვილს მეორისგან გამოარჩევს, რადგანაც მან იცის, რომ იმისათვის, რომ ასიამოვნოს ერთს, დაარღვევს სულიწმიდასთან კავშირს და სწორედ ამის ხილვა სურს ღმერთს მის შვილებში. მას სურს, რომ ჩვენ დავითთან ერთად ვიმღეროთ:

აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!
ფსალმუნი 133:1

… მაშ, წავიდეთ წინ, როგორც ერთი არმია, ერთი უწყებითა და ერთი მისიით. 

„ციური მანნა“ დღეისათვის:

მე ვილტვი გავუზიარო ჩემი მამა ყველას!

—————————————— 
(1) …. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა. ეფესელთა 4:3-6