ვისი ნიჭია ეს?

პოლკოვნიკის ჯოსტინი ნელსენის სიტყვები.

როდესაც სულიერი ნიჭების თემაზე ვასწავლი, რიგ შემთხვევებში მე ვიყენებ კითხვარებს, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს აღმოაჩინონ საკუთარი ნიჭები. მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს იშვიათად, არის ის, რომ ვფიქრობ, მათი სარგებლიანობა შეზღუდულია. კითხვარები კარგია, იმიტომ რომ ისინი განმარტავენ საკითხს; და კარგია, რადგან ეხმარება, ორიენტირება მოახდინონ მნიშვნელოვან რესურსზე, რომელიც ყველა ქრისტიანისთვისაა ხელმისაწვდომი. 

თუმცა, ვშიშობ, მათ შესაძლოა შეზღუდონ სულიწმიდის მუშაობა ჩვენში და ჩვენი მეშვეობით, როდესაც ფოკუსირება გადატანილია „რა არის შენი სულიერი ნიჭი?“ რადგანაც სულიერი ნიჭი ნამდვილად ჩემი ძღვენია? 

დიახ, მე ვიცი, რა უთხრა პეტრემ დავრდომილს: 

„ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს იმას გაძლევ – იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!“ 
საქმები 3:6 

თუმცა, დარწმუნებული ვარ, პეტრეს არ მიუჩნევია, რომ ეს მისი ძღვენი იყო. იგი 100% იყო სულიწმიდაზე დამოკიდებული. როდესაც ადამიანები მეკითხებიან, მაქვს თუ არა რაიმე სულიერი ნიჭი, ვამჯობინებ ვუპასუხო „არა“. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები განკურნებულან ლოცვის შედეგად, ამას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასე რომ იყოს, ეს უნდა მომხდარიყო ყოველ ჯერზე, როდესაც განკურნებისთვის ვლოცულობ. სულიერი ნიჭები ეკუთვნის სულიწმიდას. 

პავლეს უნახავს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც განკურნებულა, როდესაც მათთვის ლოვულობდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ მას არ უნახავს სასურველი შედეგი – დარწმუნებული ვარ, მან ილოცა ტიმოთეს კუჭის პრობლემების გამო, თუმცა წარუმატებლად (1). მას თავადაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (2) – და მიუხედავად იმისა, რომ მე მჯერა „ეკალი მის სხეულში“ შეეხება დევნას, მისმა ლოცვებმა პასუხი მიიღო: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (3) 

პავლე წინასწარმეტყველებდა, თუმცა, მან იცოდა შეზღუდვების შესახებ: 

„ვინაიდან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვმეტყველებთ. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება“
1 კორ. 13:9-10

სრულყოფილი უნდა მოვიდეს, თუმცა ამან არ შეაჩერა პავლე, არც ჩვენ უნდა შეგვაჩეროს სულიერი ძღვენის ძიებაში, რადგან: 

„ციური მანნა“ დღეისათვის 

სულიწმიდა სრულყოფილია, და მასში ვმოძრაობთ ჩვენ.

————————————— 
(1) 1 ტიმოთე 5:23 
(2) გალატელტა 4:13-15 
(3) 2 კორინთელთა 12:9