ხსნის არმიის პოზიციები
მსოფლიო მორალისა და სოციალური პრობლემების საბჭო (IMASIC) რჩევებს და რეკომენდაციებს უწევს გენერალს ზოგად მორალურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს წევრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან არიან წარმოდგენილნი ოფიცრების და ჯარისკაცების ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში საბჭო დამატებით ექსპერტიზის ჩატარებასაც ითხოვს.
ხსნის არმიის პოზიციებში აისახება ბიბლიური პრინციპები და ის განკუთვნილია საზოგადოების ინფორმირებისთვის. იგი ასევე მითითებების აძლევს ხსნის არმიელებს, და მას გენერალი ამტკიცებს გამოქვეყნებამდე. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ხსნის არმიელს შესაძლებელია ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება გარკვეულ საკითხებზე, ხსნის არმიის სახელით გაკეთებული განცხადებების დროს აუცილებელია ხაზი გაესვას მოძრაობის ოფიციალურ პოზიციებს.
უნდა ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ თოთოეული ოფიციალური პოზიცია გამოქვეყნებამდე დიდი სიფრთხილით და ლოცვის თანხლებით არის გააზრებული და პერიოდულ გადახედვას/ცვლილებებს ექვემდებარება. ამგვარად, შესაძლებელი ითქვას, რომ თითოეული პოზიცია წარმოადგენს ხსნის არმიის დამოკიდებულებას ამა თუ იმ დროის განმავლობაში.
- აბორტი
- ალკოჰოლი საზოგადოებაში
- გარემოზე ზრუნვა
- კორუფცია
- ევთანაზია და თვითმკვლელობაში დახმარება
- აზარტული თამაშები
- ადამიანებით ვაჭრობა/ტრეფიკინგი
- მშვიდობის მყოფელობა
- პორნოგრაფია
- თავშესაფრის მაძიებლები და დევნილები
- შაბათის დაცვა
- ხსნის არმია და სახელმწიფო
- ძალაუფლების გამოყენება
- თვითმკვლელობათა პრევენცია
**უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.salvationarmy.org/