წადით!

დავალება „წადით!“ მრავალი კონტექსტით რთულად ჟღერს. თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ ეს „სპორტული შესვენების“ დროს, როდესაც მწრთვნელი გაამხნევებს გუნდს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა გუნდს გამარჯვება მოუტანონ. იგი გამოიყენება საბჭოებზე, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, და „წადით!“ყოველთვის არის ქრისტეს სხეულის შესაფერისი ზოგადად, და კონკრეტულად „ხსნის არმიისათვის“. 

ბერძნული სიტყვა, რომელსაც პავლე იყენებს, როდესაც გვამხნევებს „ეშურეთ სულიერ ნიჭებს“ (1) არის იგივე სიტყვა, რაც ეწოდება იუდეურ „მეოთხე“ რელიგიურ მხარეს -მოშურნე. იესოს ერთ-ერთი მოწაფე სიმონი (არა პეტრე) ითვლება, რომ სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელი იყო (2), და ზოგიერთ მკვლევარს სწამს, რომ პავლე იყო მათთან დაკავშირებული(3). მოშურნეები ძალიან ერთგულნი იყვნენ საკუთარი მრწამსის და იბრძოდნენ მის დასაცავად, პავლე მოგვიწოდებს ჩვენს გვქონდეს მსგავსი სწრაფვა. 

გასულ კვირას, ჩემი ერთი მეგობარი ჩემს ნაწერს ასე გამოეპასუხა: 

მე ვისურვებდი, რომ გაცილებით მეტი ადამიანი იყოს ანთებული სულიწმიდაში. როგორც ვხედავ, იგიზგიზო, ეს არჩევანია, რომელსაც თითოეული ადამიანი თავად აკეთებს, ცეცხლი ჩნდება, როდესაც ადამიანი ირჩევს გახდეს მოწაფე და ლოცვას დაუთმოს დრო. 

მე სრულიად ვეთანხმები და შემდეგნაირად ვუპასუხე: 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოწაფეებმა მიიღეს სულიწმინდა და ნიჭები, რადგანაც ისინი იმყოფებდნენ ძიებაში და ელოდნენ სულიწმიდას. მე უნდა ავიღო ინიციატივა, რათა სულიწმიდამ გამოიყენოს ჩემში ეს ინიციატივა… ეს ხდება იმიტომ, რომ სულიწმიდა არის ღმერთი, და ღმერთის თვისება არის სიყვარული, ღმერთი არასოდეს ახვევს საკუთარ თავს რომელიმე ადამიანს. 

აქედან გამომდინარე, „წადით“ რეალურად ნიშნავს „მიჰყევით მას“. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტად უნდა გადავცე საკუთარი თავი ღმერთს, რადგანაც იესომ უკვე სრულად გაიღო თავი ჩემთვის – მათ შორის სულიწმიდა. იოანე ნათლისმცემელმა დაინახა ეს სანამ იესო გაწირავდა საკუთარ თავს, და გამოხატა ეს შემდეგნაირად: 

„ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე“
იოანე 3:30

რამდენად მარტივია, და ზოგჯერ რამდენად რთულია. 

„ციური მანნა“ დღეისათვის: 
მივყვე მას, გულისხმობს დავკარგო საკუთარი თავი და მოვიპოვო იგი. 
——————————————————– 
(1) 1 კორ. 14:1 – იხილეთ აგრეთვე: „რომელია უდიდესი ძღვენი?“
(2) მათე 10:4, საქმეები 1:13 
(3) პირველყოვლისა – როდესაც პავლე მიმართავს ჯგუფს თავის წერილებში, იგი ამას პატივისცემით აკეთებს. მეორე – იგი იყო მებრძოლი იესოს მიმდევრების დევნის პერიოდში.