ახალი ამბები საქართველოდან

მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ მაიორებმა პატრიშა და ტონი კენედებმა საქართველოს რეგიონში მიიღეს რეგიონის მეთაურის დანიშნულება მოკლე დროით. ისინი რეგიონს ეწვევიან 2019 წლის იანვრის შუა რიცხვებში. მათ კარგად იცნობენ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და 2003-2004 წლებში ეკავათ კიდეც რეგიონის მეთაურის პოზიცია საქართველოში. მადლობელი ვარ უფლის რომ მაქვს პატივი ვემსახურო უფალს მათ გვერდით კიდევ ერთხელ. გთხოვთ ილოცოთ მაიორი კენედებისთვის, პოლკოვნიკი იოსტინ ნილსენი

მე მამის რჩეული ვარ

როგორ შეიძლება ეს, როდესაც მას ამდენი შვილი ჰყავს?  ფაქტიურად, მამაჩემი „ყველას მამაა“. სწორედ ასეთ დასკვნას აკეთებს პავლე იმ ასპექტების ნუსხაზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს ერთ სულში (1). როდესაც პავლე ამ განცხადებას აკეთებს, მე დარწმუნებული ვარ, იგი არ აკეთებს შეზღუდვას „ყველასგან“ „ყველა მორწმუნის“ მიღმა, მე მწამს, რომ იგი გულისხმობს თითოეულ პიროვნებას ამ ქვეყანაზე. იმავე წერილში იგი წერს სულის[…]

რა არის ერთი „ნათლობა“?

შესაძლოა გაგიჭირდეთ დაუყოვნებლივი პასუხის გაცემა კითხვაზე რა არის „ერთი“ ნათლობა, ისევე როგორც რთულია პასუხის პოვნა რა არის„ერთი“ რწმენა. თუ გავითვალისწინებთ იმ დისკუსიას, რასაც ადგილი ჰქონდა ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ხშირად, პასუხი ექცევა ჩვილის ნათლობას თუ ზრდასრულ ასაკში ნათლობის თაობაზე დისკუსიის ვიწრო ჩარჩოში, ასევე უნდა გამოიყენებოდეს თუ არა სიმბოლიკა ან „მადლის აქტი“ რიტუალურ ელემენტებში ან თავად რიტუალის[…]

რა შემიძლია შევიტყო ჩემი თითების საშუალებით…

…როდესაც მე მსურს შევიტყო მეტი მშვიდობაში და მშვიდობით სვლის შესახებ?  შესაძლოა შეკითხვა მოგვეჩვენოს შეუსაბამოდ, თუმცა, იგი ძალიან მნიშვნელოვანია!  როდესაც პავლე განაგრძობს „მიღებული მოწოდების ღირსეულად სვლის შესახებ სწავლებას“, პირველი ნაყოფი მშვიდობაში და მშვიდობით სვლის შესახებ, არის ის, რომ ჩვენ ვხდებით „ერთი“ სხეული:  ერთია ხორცი და ერთია სული. ისევე როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით;ეფესელთა 4:4[…]

მშვიდობაში და მშვიდობით სვლა!

მე მომწონს, როდესაც ადამიანებს ვესალმები: მშვიდობა თქვენდა“. ნორვეგიაში, ადამიანები ღიმილით შემომხედავენ, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის კეთილი ტრადიცია, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს. პავლეს მიერ ჩამოთვლილ თვისებებში, ჩვენ ვხვდებით მშვიდობას, როდესაც საქმე ეხება „მოწოდების ღირსებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ“:  ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.ეფესელთა 4:3 დიდი ხნის განმავლობაში მე არ ვყოფილვარ ქრისტეს მიმდევარი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ[…]

ვიტამინები ჯანსაღი სვლისთვის

ფრაზა – „ნაკლები არის მეტი“ შეესაბამება რამოდენიმე პარამეტრს. მოძღვარი ნორვეგიულ ეკლესიაში ესტუმრა Jeløy Folkhighschool (1), დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც მე იქ მასწავლებელი ვიყავი. მოზარდთა საკმაოდ დიდ ჯგუფს მან პირველად გაუზიარა, საკუთარი მოსაზრებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღებისა და სიკეთის გამოჩენა ერთმანეთის მიმართ. შემდეგ კი მან მოულოდნელად დაასრულა მოკლე ლოცვით:  ძვირფასო უფალო – თუ შენ კიდევ ახდენ[…]

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ

მე მიყვარს ფეხით გადაადგილება. შესაბამისად, მანქანის ტარების ნაცვლად, მომწონს ფეხით სიარული. გარდა ამისა, როდესაც დავრბივარ კიდეც, სარგებლობა გახლავთ ის, რომ ვინარჩუნებ ჯანმრთელობას. პრინციპები იგივეა უფლის სამეფოსთან მიმართებაში.  ეფესელთა მიმართ პავლეს პირველი წერილის პირველი სამი თავი, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქრისტეში ჩემს სტატუსსა თუ პოზიციაზე. პავლეს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ მის მკითხველებს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიცია. როდესაც ვიცი[…]

ვაცნობიერებ, ვინ ვარ

2018 წლის იანვარში, როდესაც მოხდა ჩვენი ხელდასმა, როგორც ტერიტორიული ლიდერებისა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ჩემ ქადაგებაში განვაცხადე შემდეგი: „თუ არ ვაცნობიერებ ვინ ვარ და რატომ ვარ აქ, იმას ნიშნავს, რომ „ხსნის არმიის“ მისიისთვის საფრთხეს წარმოვადგენ!“ ვერ ჩაერთვებით სულიერ ბრძოლაში, თუ არ გექნებათ გაცნობიერებული ვინ ხართ და რატომ ხართ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვხვდებით ბიბლიაში ამდენ სწავლებას ქრისტეს მსგავსებასთან[…]

მართებული მისიისთვის

ბოლო ორ ბლოგში, სულიერი ბრძოლისათვის ილუსტრაციის სახით, მე გამოვიყენე ჭადრაკის თამაში – ვისარგებლებ შემთხვევით და კვლავ გამოვიყენებ მას: # 1 თანრიგის მოჭადრაკე მსოფლიოში და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი(1) აცხადებს, რომ მას სჭირდება ფორმაში ყოფნა, რათა მოიგოს თამაშები. ამისათვის, იგი ასრულებს არაერთ გონებრივ თუ ფიზიკურ ვარჯიშს, და ემზადება, რომ განწყობილი იყოს ბრძოლისთვის. განვაგრძობ რა, ჭადრაკის თამაშის გამოყენებას[…]

არაპროგნოზირებადი ნაბიჯი

ათი წლის წინ მე მიმიწვიეს ნორვეგიაში ახალგაზრდულ კონგრესზე ქადაგებისთვის. კონგრესის თემა იყო „ნოვატორული“ – და სამ შეხვედრაზე ქადაგებისას, გადავწვიტე მექადაგა ნოვატორულ რწმენაზე, იმედსა და სიყვარულზე. სტაინი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დარბაზის დეკორაციაზე, მკითხა ჩემი იდეების შესახებ, ხოლო მე შევთავაზე, რომ შეეძლო გამოეყენებინა სამი სიმბოლო: ჯვარი, ღუზა და გული – ამასთანავე, შევთავაზე, რომ შეეძლო თავისუფლად გამოეყენებინა, რასაც „სულიწმიდა[…]

„ღმერთი ჩვენს გარეშე არ იქნება“

სათაური აღებულია წმ. ავგუსტინეს ცნობილი გამონათქვამის ბოლო ნაწილიდან:  „ღმერთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ღმერთი ჩვენს გარეშე არ იქნება!“ აქ გახლავთ არსებითი ბიბლიური მხარდაჭერა გამონათქვამის პირველი ნაწილის მიმართ. იგავში ვენახის შესახებ იესომ ყურადღება გაამახვილა, ნაყოფის გამოღების მნიშვნელობაზე და განაცხადა:  „უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“იოანე 15:5ბ მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტინე მართალი იყო, უფალს სურს იმუშაოს ჩვენში[…]

“მე ვარ ღმერთის ნაბიჯი!“

გასულ კვირას უფალმა უხვად დაგვაჯილდოვა აღმოსავლეთ ევროპაში „ოფიცერთა განვითარების კონფერენციის“ დროს. უკანასკნელად, ტერიტორიის ყველა ოფიცერმა მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა 2013 წელს მიიღო. ამგვარად, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენთვის შევხვედროდით ერთმანეთს. სულიწმიდის მიერ ხელდასმულმა ჩვენმა სტუმრებმა ჰეიდი და ბრედ ბეილიმ, გაგვიზიარეს საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და ზრახვა იმგვარად, რომ ეს შეეხო ყოველ ჩვენგანს. კონფერენციის თემა უკავშირდებოდა მამოძრავებელ ძალას,[…]