2013 წლის ოქტომბრიდან, ხსნის არმიამ დაიწყო “ტრეფიკინგის წინააღმდეგ სასწრაფო რეაგირება ევროპის მაშტაბით“, რომელიც მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა მხარდასაჭერად ერთობლივ და ეფექტურ რეაგირებას. ხსნის არმია ჩართულია ტრეფიკინგის წინაამდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით მსხვერპლთა თავისუფლების და ღირსების აღდგენისთვის.
მსხვერპლთა უმეტესობა ევროკავშირში მოლდოვიდან და უკრაინიდან ხვდება რუმინეთის გავლით, როგორც სატრანზიტო ან მიმღები ქვეყანა. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ხსნის არმიამ დანიშნა კავშირის ოფიცერი რუმინეთის/უკრაინის/მოლდოვის რეგიონში. კავშირის ოფიცერი შეითავსებს ისეთ პასუხისმგებლობებს, როგორიცაა სტაბილური კავშირის დამყარება პარტნიორებთან და ამ რეგიონებიდან მსხვერპლთა რეინტეგრაციის პროგრამებში ჩართვა.
გალინა კეტროი
კავშირის ოფიცერი და ხსნის არმიის, ევროპის ანტი-ტრეფიკინგის ქსელის, ვიცე-მდივანი. კიშინიოვი, მოლდოვა.
“ჩემი ამბიციაა, აღმოსავლეთ ევროპაში ვებრძოლო ტრეფიკინგს, გავზარდო ცნობიერება ახალგაზრდებს შორის ტრეფიკინგის შესახებ, რათა ისინიც არ აღმოჩნდნენ მის მარწუხებში. ასევე შევქმნა ძლიერი ქსელი არასამთავრობოების და მსგავსი ინტერესის მქონე მხარეებთან. მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით შეგვიძლია ბრძოლა მის წინააღმდეგ.” გთხოვთ არ მოგერიდოთ დაკავშირება:
დამიკავშირდი: AHTinfo@eet.salvationarmy.org
ჩამოტვირთვა ბროშურა (ქართული ენა): Anti-Human Trafficking Leaflet Georgian
მოკავშირე ოფიცერი, როგორც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელის მხარე:
- პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს (პოტენციურ) მსხვერპლებს
- ტრეფიკინგის რისკის სავარაუდო მსხვერპლებს სთავაზობს ტრეინინგებს
- ზრუნავს პარტნიორებისგან მიღებული მოთხოვნების მოგვარებაზე, (მაგ. საჭირო დოკუმენტების შეგროვება)
- პარტნიორებს აძლევს რჩევებს ტრანზიტულ ან მიმღები ქვეყნის შესახებ
- უკავშირდება დაინტერესებულ მხარეებს პრევენციის და რეინტეგრაციის პროგრამებისთვის