ხსნის არმიის საერთაშორისო მისია
ხსნის არმია საერთაშორისო მოძრაობაა და არის ქრისტიანული ეკლესიის საევანგელიზაციო ფრთა.
მისი დოქტრინები აშენებულია ბიბლიაზე. მისი მსახურება გამოდის უფლის სიყვარულიდან. მისი მისიაა ახაროს სახარება და დაეხმაროს გაჭირვებულს იესოს სახელით დისკრიმინაციის გარეშე.
საერთაშორისო საქმიანობა
დღესდღეობით ხსნის არმია 126-ზე მეტ ქვეყანაშია და 15000-ზე მეტ ეკლესიაში განადიდებენ უფალს ადგილობრივ ენაზე. სოციალური განვითარების პროგრამები ყოველთვის ეხმიანება ადგილობრივ საჭიროებებს და ის პასუხობს როგორც საზოგადოების საჭიროებებს, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ინსტიტუტებთან, როგორიცაა ჯანმრთელობის პროგრამა; შიდსით დაავადებულთა დახმარება; საგანგებო შემთხვევების დროს სასწრაფო რეაგირება; უსახლკაროთა თავშესაფარი; კლუბები; სკოლის შემდგომი პროგრამები და სახლებში დახმარება. ჩვენი სოციალური მსახურება მიზნად ისახავს სამართლიანობის აღდგენას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.