რომელია „უდიდესი ნიჭი?“

ეჭვგარეშეა, რომ უდიდესი ნიჭი არის სულიწმიდა, და მისი მგზნებარე სიყვარული(1), თუმცა, გვასწავლის რა მისი სიყვარულის შესახებ, პავლე წერდა: 

ეშურეთ უდიდეს ნიჭებს.
1 კორ. 12:31

რას გულისხმობს იგი? 

პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ოდნავ უცნაურია, სულიერი ნიჭების გარკვეული იერარქიები რომ არსებობდეს. რადგანაც „უდიდესი ნიჭი“ იქნება ის, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდება მოცემულ სიტუაციაში. თუმცა, ნათელია, რას გულისხმობდა პავლე, როდესაც მან დაასრულა თავისი გასაოცარი სწავლება სიყვარულის შესახებ (2), რადგანაც იგი აგრძელებს შემდეგნაირად: 

ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.
1 კორ. 14:1

… და იგი განმარტავს, რომ ამის მიზეზი არის ის, „ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად“ (3) 

ბიბლიის ყურადღებით წამკითხველისთვის სიურპრიზს არ უნდა წარმოადგენდეს, რომ პავლე წინასწარმეტყველებას მიიჩნევს როგორც „უდიდეს ნიჭს“. პავლე იყო მკვლევარი. სჯულის მიხედვით, იგი იყო ფარისეველი (4), და მას გამალიელი ასწავლიდა (5). როდესაც პავლე იესოს შეხვდა, დამასკოს გზაზე გამოცხადების დროს, მან დაკარგა მხედველობა და უნდა წასულიყო ქალაქში. იქ მასთან მივიდა ანანია და იწინასწარმეტყველა მის შესახებ, და იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ადასტურებდა პავლეს მოწოდებას და მსახურებას. 

პავლეს ამ ყოველივეს დაკავშირება შეეძლო იმასთან, რაც მას შეემთხვა ძველ აღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით და მან ეს წინასწარმეტყველებები გამოიყენა მისი სწავლებისა და ქადაგების მნიშვნელოვან ნაწილად. პავლე ხშირად გამოცდიდა, რომ ადამიანები წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ (6), და მან ეს ნიჭი მსახურებაში გამოიყენა (7). 

მე მეტს დავწერ თემაზე „უდიდესი ნიჭების დაუოკებელი სურვილი“ მომდევნო რამოდენიმე ბლოგში. 

„ციური მანნა“ დღეისათვის: 

ღმერთი გველაპარაკება ყოველთვის! (8)

——————————————————- 
(1) იხილეთ: წადით „ნიჭებისთვის“ შესანიშნავი გზით! 
(2) 1 კორინთელთა 13 
(3) 1 კორინთელთა 14:3 
(4) ფილიპელთა 3:5 
(5) საქმეები 22:3 
(6) საქმეები 21:10-11 
(7) საქმეები 27:21-26 
(8) ძლიერმა ღმერთმა, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. ფსალმუნი 50:1