“მე ვარ ღმერთის ნაბიჯი!“

გასულ კვირას უფალმა უხვად დაგვაჯილდოვა აღმოსავლეთ ევროპაში „ოფიცერთა განვითარების კონფერენციის“ დროს. უკანასკნელად, ტერიტორიის ყველა ოფიცერმა მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა 2013 წელს მიიღო. ამგვარად, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენთვის შევხვედროდით ერთმანეთს. სულიწმიდის მიერ ხელდასმულმა ჩვენმა სტუმრებმა ჰეიდი და ბრედ ბეილიმ, გაგვიზიარეს საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და ზრახვა იმგვარად, რომ ეს შეეხო ყოველ ჩვენგანს. კონფერენციის თემა უკავშირდებოდა მამოძრავებელ ძალას, რაზეც ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ. ერთ-ერთი სესიის დროს, კომისარმა ბრედმა უილიამ ბუთის ეს ციტატა მოიყვანა: 
„მე არ ველი ღმერთის მოძრაობას;
 მე თავად ვარ ღმერთის ნაბიჯი!“

იესოს მოწაფის გენის მაცოცხლებელი ნაწილი გამოხატულია ამ დებულებაში. ღმერთი არის ბიძგი და მოწაფე მოძრაობს ამ ბიძგით და ხდება „ღმერთის ნაბიჯი“! 

პავლე ძალიან ნათლად აჩვენებს საკუთარ გამოხატულებას ქრისტეში, თუმცა ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ ქრისტე ცხოვრობდა მასში: 
„მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის“.
გალ. 2:20გასულ კვირას, კონფერენციის დროს ჩვენ ვმღეროდით „ჩვენ ვართ იესო დღეს!“ (1), რომელიც მე შევქმენი კომისარ დიკ კრომენჰოკტთან ერთად 2014 წელს (2). ტექსტში არის მცდელობა, ყურადღება იქნას გამახვილებული, რომ თქვენ და მე ვართ მისი სხეულნი თანამედროვე მსოფლიოში, ხოლო რადიკალური დასკვნა გახლავთ ის, რომ აქედან გამომდინარე ამჟამად სადაც ვიმყოფებით, ჩვენ ვართ „იესო“. 

სულთმოფენობის დღეს, ღმერთი მოძრაობდა იმგვარად, რომ მე არ მსურს დაველოდო სხვა მოძრაობას. როდესაც ჩვენ მივიღეთ სულიწმიდა, იგი ცხოვრობს ჩვენში, და ყველამ შეგვიძლია ვთქვათ: 

„ციური მანნა“ დღეისათვის: 
მე ვარ ღმერთის ნაბიჯი!—————————————— 
(1) იესო დღეს
1.როდესაც ვხვდები ხალხს ქუჩაში, 
ხედავენ ისინი ჩემში მის ნათელს? 
იესო ცოცხლობს ჩემში, 
რადგანაც მე გამომგზავნა მან 
ვართ მისი სახება ამ სამყაროში,
რათა მან იცოცხლოს ჩვენით!
ჩვენ – იესო! ჩვენ -იესო!
ახლა, ამჟამად:
იგი ცოცხლობში ჩვენით!2. თუ იტყვით „ჩემთვის რთულია მსახურება!“ – 
იესომ თავად გადადგა ეს ნაბიჯი! 
დიდება უფალს, იგი გვაძლიერებს, 
ვიყოთ უფლის ხატება! 

3. ვუპასუხებთ იესოს მოწოდებას სიყვარულზე – 
რომელიც ჩვენით გამოჩნდება? 
რათა იესომ ჩვენით იაროს ქუჩებში – 
ადამიანებს ნათელი აჩუქოს? 

(2) უკავშირდება ნოტების ფურცელს