სულიწმინდის ძღვენის გახსნის ნაწილი არის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ ეს გააკეთეთ. ეს ხაზად გასდევს რწმენის ბიბლიურ პრინციპს, რომელიც დამკვდრებულია თქვენს გულში და აღიარებთ ბაგით (1). თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავარწმუნოთ ერთმანეთიც.
როდესაც წინა კვირაში, მე ვწერდი, რომ მომეცა საშუალება 1973 წელს წლის კონგრესზე დამემოწმებინა სულიწმიდისგან ჩემი ნათლობის შესახებ, რამოდენიმე ადამიანი მოვიდა და დაადასტურა რაც მე გავუზიარე. ერთ-ერთი მათგანი იყო კონგრესზე მთავარი მომხსენებელი გენერალი კლარენს ვაისმენი. იგი მოვიდა ჩემთან და რამოდენიმე ახალგაზრდამ თქვა:„იგიზგიზოს ცეცხლმა – ნუ დაელოდები სხვებს!“
ძალიან ხშირად, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ მომენტს, რადგანაც ველოდებით იმავდროულად ყველა როდის გახდება იგივე მოძრაობის ნაწილი. არასოდეს მოხდება ისე, რომ „ყველა“ იყოს მსგავსი მოძრაობის ნაწილი. როდესაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იგივე მიმართულებით მოძრაობს, ამას ჰქვია აღორძინება. თუმცა, აღორძინების დროსაც იქნებიან ადამიანები, რომლებიც გაემიჯნებიან „მოძრაობას“. გენერალმა ვაისმენმა იცოდა, რომ მან გაამხნევა და დაარწმუნა ახალგაზრდები „აენთნონ“ უფლისთვის.
რამოდენიმე თვის წინ, მე დავწერე სტატიათა სერია პავლეს და ტიმოთეს ურთიერთობის შესახებ (2). 90 ბლოგიდან რამოდენიმე გახდა განსაკუთრებული მნიშვნელობის და დადასტურება იმისა, რაც ასე ნათელია წერილებში. მაგალითად, როგორ ადასტურებს პავლე, რომ ტიმოთე არის
„ჭეშმარიტი შვილი რწმენაში“~
1 ტიმოთე 1:2ა (3)და როგორ ადასტურებს იგი სულიწმინდის ნიჭს ტიმოთეში:ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასმით არის შენში; რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
2 ტიმოთე 1:6-7 (4)ეს გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით.
„ციური მანნა“ დღეისათვის:მე მინდა ადამიანებმა დაადასტურონ ვინ ადგას სწორ გზას
———————————
(1) რომაელთა 10:9-10
(2) ინგლისური ვერსიის „ლინკი“ შეგიძლიათ იხილოთ აქ
(3) ინგლისურად იხილეთ: “Affirmation andaccountability”
(4) ინგლისურად იხილეთ: “A mentor is clear anddirect”