ვიცე-პოლკოვნიკები ჟოაო პაულო და კარინ რამოსი ახლახან დაინიშნენ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გენერალურ მდივნად და ტერიტორიის ქალთა და პერსონალის მდივნად

ვიცე-პოლკოვნიკები ჟოაო პაულო (იგივე ჯეიპი) და კარინ რამოსი ახლახან დაინიშნენ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გენერალურ მდივნად და ტერიტორიის ქალთა და პერსონალის მდივნად. ჯეიპი წარმოშობით პორტუგალიიდანაა, კარინი კი შვედეთიდან. მათ მდიდარი გამოცდილება და 65 წლიანი ერთობლივი მსახურება მოაქვთ თან.

როგორც ოფიცრებს, მათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიცია ეკავათ, მათ შორის იყო კორპუსში დანიშნულებების მიღება როგორც შვედეთში, ასევე პორტუგალიაში (ასევე ახალი  საკრებულოს დაარსება ალგარვეში, სამხრეთ პორტუგალიაში), ასევე დივიზიის ხელმძღვანელობა დიდი ბრიტანეთის ორ განყოფილებაში. ისინი მართავდნენ დღის ცენტრებს, ზედამხედველობდნენ ხანდაზმულთა სახლებს და ასრულებდნენ სხვადასხვა დანიშნულებებს ტერიტორიაზეც და საერთაშორისო შტაბბინაშიც.

აღფრთოვანების და პრივილეგიის განცდა თან ახლავს კარინის და ჯეიპის შემობრძანებას აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. ისინი მადლიერებას გამოხატავენ შესაძლებლობისთვის ითანამშრომლონ იმ ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქმნიან აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიას.

კარინი და ჯეიპი სამი ზრდასრული შვილის მშობლები არიან, ყველა ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში: სარა, მირიამი და ალექსანდრე.

ჯეიპი დაინტერესებულია სხვადასხვა ლიტერატურით და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ოდესღაც ფეხბურთელის კარიერაზე ოცნებობდა, ოფიცრის მოწოდება უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მას უყვარს ფეხბურთის ყურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ‘ლისაბონის სპორტინგი’ იგებს.

იგი ასევე ენთუზიაზმით იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს.

რაც შეეხება კარინს, მას უყვარს კითხვა, მებაღეობა და ბუნებაში სეირნობა.

ისინი მოუთმენლად ელიან დივიზიების მონახულებას და სხვადასხვა კულტურისა და ხალხის გაცნობას.