2018 წლის იანვარში, როდესაც მოხდა ჩვენი ხელდასმა, როგორც ტერიტორიული ლიდერებისა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ჩემ ქადაგებაში განვაცხადე შემდეგი: „თუ არ ვაცნობიერებ ვინ ვარ და რატომ ვარ აქ, იმას ნიშნავს, რომ „ხსნის არმიის“ მისიისთვის საფრთხეს წარმოვადგენ!“
ვერ ჩაერთვებით სულიერ ბრძოლაში, თუ არ გექნებათ გაცნობიერებული ვინ ხართ და რატომ ხართ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვხვდებით ბიბლიაში ამდენ სწავლებას ქრისტეს მსგავსებასთან და იმ მისიასთან დაკავშირებით, რომლის ნაწილნიც უნდა ვიყოთ.
ეს საკითხი გახლავთ პავლეს მთავარი ყურადღების საგანი ეფესელთა მიმართ წერილში. იგი იწყებს ჩვენი მსგავსებით ქრისტესთან და განაგრძობს სწავლებას, რა იგულისხმება მისიაში პრაქტიკული თვალსაზრისით. საბოლოოდ იგი წერს როგორ აღგვჭურავს უფალი, რათა შევძლოთ ამ სულიერ ბრძოლაში ყოფნა. უოთჩმენ ნიმ ეფესელთა დედააზრი აიღო და წარმოადგინა იგი სამ მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩვენ სულიერ განვითარებაში. მისი წიგნის სახელწოდებაა „იჯექი, იარე, ადექი!“ და „ჯდომა“ გულისხმობს მსგავსებას = ჩვენ სტატუსს ქრისტეში:
„აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში“.
ეფესელთა 2:6
რამოდენიმე წლის წინ, ადამიანი, რომელიც ბოროტით შეპყრობილი იყო, იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მისი ცხვირი ჩემ ცხვირს შეეხო. ჩვენს შორის შედგა საუბარი, იგი მაგინებდა და მწყევლიდა და თქვა, რომ მე ეშმაკისეული ადამიანი ვიყავი. რადგანაც ვაცნობიერებ, ვინ ვარ ქრისტეში, მე შევძელი მშვიდად მესაუბრა ბოროტ სულთან და ვუთხარი: „შენ იცი ვინ ვარ. შენ იცი, რომ მე ქრისტეში ვარ და არაფრის გაკეთება შეგიძლია ამასთან დაკავშირებით!“
„ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“.„ციური მანნა“ დღეისათვის:
იაკობი 4:7
იესო არის ჭეშმარიტება და იგი უფრო ძლიერია ვიდრე „სიცრუის მამა“ (2)
(1) თუ წაიკითხავთ ეფესელთა 1:1-14, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ რამდენჯერ წერს პავლე „ქრისტეში“, „მასში“…
(2) როდესაც იგი (ეშმაკი) იტყუება, საუბრობს თავის მშობლიურ ენაზე, რადგანაც იგი არის მატყუარა და სიცრუის მამა.
იოანე 8:44