განაგრძეთ მოძრაობა!

პოლკოვნიკის ჯოსტინი ნელსენის სიტყვები.

ჩვენ ახლახან კვლავ შევიცვალეთ ადგილი. ამჯერად შორს არ წავსულვართ. ჩვენი ახალი ბინა დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაცილებული იმ ადგილიდან, სადაც უკანასკნელი 2,5 წელი ვცხოვრობდით. გარდა ამისა, მე ოფისიც შევიცვალე – ჩემი ნივთები დერეფნის მეორე მხარეს გადავიტანე. მე ვმოძრაობ იმ მოძრაობების გამო, რომელიც ჩვენს მოძრაობაში მიმდინარეობს. ქრისტიანობა არ არის რელიგია; ეს არის სვლა, მოძრაობა. ამიტომაც, „ხსნის არმია“ არის პირველი და უმთავრესი მოძრაობა, რომელიც აამოქმედებს ადამიანებს.

ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში არის მოძრაობა; რაც მოძრაობს, სხვა საგნითაა ამოძრავებული; ეს სხვა ნივთიც სხვა რამით უნდა ამოძრავდეს. თომა აკვინელმა (1)ეს განავითარა თავის ერთ-ერთ ფილოსოფიურ არგუმენტში ღმერთის არსებობის შესახებ. რადგანაც დაიწყო მოძრაობა, უნდა ყოფილიყო „პირველი მამოძრავებელი ძალა“ და აკვინელისთვის ეს „პირველი მამოძრავებელი ძალა“ ღმერთია. რადგანაც ღმერთი უსასრულოა, აკვინელი მიიჩნევს მას „უძრავ მამოძრავებელ ძალად“.

ამრიგად, ავირჩიეთ რა, ლათინური სიტყვა ‘Momentum’, როგორც ჩვენი ეპიგრაფი, მან უნდა შეგვახსენოს, რომ ქრისტიანებმა უნდა იმოძრაონ პირველი მამოძრავებელი ძალის მოტივაციიით – ყოველ დღე! რას ნიშნავს ეს პრაქტიკული კუთხით, მე განვავითარებ ჩემს ბლოგზე კვირაში ერთხელ.

მაშ, როგორ დაიწყო?

შექმნის ისტორია მოგვითხრობს, რომ დედამიწა იყო უსახურ-უდაბური და ბნელი.

და თქვა ღმერთმა. „იყოს ნათელი!“, და იქმნა ნათელი.
დაბადება 1:3

როგორი მოძრაობაა! ეს არ გახლდათ მზის შექმნა. ამ დროს ღმერთმა საკუთარი თავი ქმნილების შუაში ჩააყენა. პირველი მოძრაობა დაიწყო. იოანე აჯამებს ამას თავის წერილებში. „ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში“ (2), სახარების შესავალში კი, სადაც აღწერდა „სიტყვის“ მოვლინებას, იგი წერდა: მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი (3).

„ციური მანნა“ დღეისათვის

დაე, ვიცხოვროთ, ვიძვრათ და საკუთარი თავი გადავცეთ პირველი მამოძრავებელი ძალის ნათელსა და სიცოცხლეში. (4)

——————————–
(1) თომა აკვინელი იყო იტალიელი დომინიკელი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა 1225-1274 წლებში. 
(2) 1 იოანე 1:5

(3) იოანე 1:4
(4) საქმეები 17:28