ახალი მოძრაობა!

პოლკოვნიკის ჯოსტინი ნელსენის სიტყვები.

ძველი აღთქმისეული ისტორიების კითხვისას, არ არის რთული დავინახოთ, როგორ მოქმედებს უფალი რჩეულ ერში და მათი მეშვეობით, და როგორ გამოუვლენს მათ საკუთარ გეგმებს. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორმა, ყურადღება გაამახვილა და აღწერა ეს ყოველივე შემდეგნაირად:

„ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებაში. ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, რიმლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი“.
ებრაელთა 1:1-2

რწმენა იმისა, რომ ქრისტე სუფევდა ღმერთში – „პირველ მამოძრავებელ ძალაში“ – როდესაც შექმნა საყარო, გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი „გზის“ პირველ მიმდევართათვის, რომელთაც მოგვიანებით ქრისტიანები ეწოდათ. როდესაც ღმერთი იქცა ხორცად, მისი თანდასწრება და ამოცნობა გახდა კიდევ უფრო აშკარა. ღმერთი არ იყო მხოლოდ დისტანციური შემომქმედი, არამედ ცხოვრობდა ჩვეულებრივ ადამიანთა შორის, „ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა“ (1). 

წინასწარმეტყველებმა იხილეს, რომ ეს ყოველივე მოხდებოდა, ესაიამ კი, ამგვარად აღწერა:

„რადგან განდიდებული და ამღლებული
ამბობს ასე,
მარადმყოფი და რომლის სახელი წმიდაა:
„მაღალ და წმიდა ადგილზე ვდგავარ მე,
მაგრამ შემუსვრილთან და სულით
თვინიერთან,
რათა გამოაცოცხლოს თვინიერთა სული,
და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული“.

ესაია 57:15

მაშასადამე, იესო ქრისტეს შობა იმდენად არსებითია ქრისტიანული რწმენისთვის და ღმერთის ხსნის გეგმის მამოძრავებელი ძალისთვის. ხორცშესხმით პირველი მამოძრავებელი ძალა თავის ქმნილებას ახალ მოძრაობას აძლევს. იესოს უკანასკნელ სიტყვათაგან იყო შემდეგიც: „წადით ამიტომაც…“ 

 
– თუ ჩვენ არ ვაცნობიერებთ ხორცშესხმის საიდუმლოს, მაგრამ მაინც გვსურს ვაკეთოთ ის, რაც მისი ნებაა, ჩვენ სავარაუდოდ უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ჩართული პარკირების მუხრუჭით. უფრო დაწვრილებით ინკარნაციის შესახებ იხილეთ მომავალ კვირაში წერილში – „მესამე მოძრაობა“.

„ციური მანნა“ დღეისათვის
მე ვმოძრაობ, რადგან იგი ჩემთანაა დღენიადაგ (1)
——————————-
(1) ებრაელთა 4:15ბ
(2) მათე 28:20