20.01.2018

აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია

რუსეთში მუშაობის დაწყება ინიცირებული იყო დანიელი პოლკოვნიკ იენს პოვლსენის მიერ 1910 წელს, თუმცა გარემოებიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა აუცილებელი გახდა 18 თვეში. არმიის საქმიანობის განახლება 1913 ში სან-პეტერბურგში მოხდა, რომელიც ფინეთის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აქ მსახურება ყვაოდა, მალე რუსეთი ცალკე სამეთაუროდ ჩამოყალიბდა, რომელიც მხარდაჭერას შვედეთიდან იღებდა. ამავე წლის ბოლოს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 40 რუს და ფინელი ოფიცერს უკიდურეს პირობებში უხდებოდათ მსახურება, რომელიც ხსნის არმიის საბოლოო დახურვით 1923 წელს დასრულდა.

აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ხსნის არმიის საქმიანობა ხელახლა ოფიციალურად განახლება 1991 წელს ნორვეგიის, ისლანდიის, ფერარის ტერიტორიების მხარდაჭერით და ლეიტ. პოლკოვნიკების ჯონ და ბიორგ ბართვეითების მეთაურობით. 1992 წელს იგი დამოუკიდებელ სამეთაუროდ გამოცხადდა, რომელსაც სათავეში კომისარი რეინდერ შურინკი ედგა. მსახურებები გავრცელდა უკრაინაში (1993), საქართველოსა (1993) და მოლდოვაში (1994). ასევე ხსნის არმიამ საქმიანობა რუმინეთში 1999 წელს დაიწყო და უკვე 2001 წლის 1 ივნისს დარეგისტრირდა აღმოსავლეთ ევროპის სამეთაუროდ. ტერიტორიის სტატუსი უკვე 2005 წლის 1 მარტს მიენიჭა. ბოლო ეტაპი იყო „ხსნის არმიის მოსკოვის ფილიალის“ რეგისტრაცია 2009 წლის აპრილს.

2015 წელს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ხსნის არმიაში, მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები მოხდა, რუსეთი ცალკე სამეთაუროდ ჩამოყალიბდა და აღმოსავლეთ ევროპის შტაბბინამ კიშინიოვში დაიდო ბინა, რომელშიც გაერთიანებულია რუმინეთის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის დივიზიები/რეგიონები.

ზონა: ევროპა

აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე შემავალი სახელმწიფოები: საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, უკრაინა.

„ხსნის არმია“ გაგაუზურ ენაზე ჟღერს „Kirtarmak Askeri“(კირთარმაკ ასკერი), ქართულად „ხსნის არმია“, მოლდოვა/რუმინულად „Armata Salvarii“ (არმატა სალვარიი), რუსულად „Armiya Spaseniya (არმია სპასენია), და უკრაინულად „Armiya Spasinnya“ (არმია სპასინია).

სახარება იხარება ქართულ, მოლდოვურ, რუმინულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.

გამომცემლობები: Vestnik Spaseniya (The War Cry), The Officer (ორივე რუსულად).

ტერიტორიამ უმასპინძლა გენერალ ანდრეი კოქს და კომისარ სილვია კოქს (WPWM), მისი ვიზიტის ფარგლებში ისინი წაუძღვნენ ოფიცერთა საბჭოს შეხვედრას და სხვა შეხვედრებს, სადაც ბევრმა მიიღო გადაწყვეტილება გაჰყოლოდა ქრისტეს, ან გამხდარიყო ჯარისკაცი, ან გამოხმაურებოდა ოფიცრად გახდომის მოწოდებას. სტუმრები ასევე ჩაერთვნენ უსახლკაროთა დაპურების პროექტში, ღამის სასწრაფო რეაგირების სამედიცინო ჯგუფის საქმიანობის მოწმეები გახდნენ  ბუქარესტის ქუჩებში და სამედიცინო მობილური კლინიკის საშუალებით ეწვივნენ ერთ-ერთ სოფელს, მოლდოვაში.

ტერიტორიის აქცენტი იყო ინტეგრირებული მისიისთვის მზადება და მისი განხორციელება, რამაც ხალხთან ურთიერთობის საშუალება მისცა კორპუსებს და პროექტებს. ამის შედეგად საკვირაო მსახურებებზე დამსწრეთა და ჯარისკაცთა რაოდენობა გაიზარდა.

 „ბრენგლის“ შეხვედრას ჯარისკაცებთან და ოფიცრებთან ერთად ესწრებოდნენ კომისრები ჯეიმს და ჯან კონდონები, ასევე დელეგატები ჩრდილო, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან, ფინეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რუსეთიდან და კალინინგრადიდან, რამაც ეს შეხვედრა განსაკუთრებული გახადა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიამ დაიქირავა ანტიჰუმანური ტრეფიკინგის ოფიცერი. ამ გზით სამეთაურო იმედოვნებს, რომ საზოგადოებაში გაიზრდება ტრეფიკინგთან დაკავშირებული ცნობიერება და იგი მუდმივად იმუშავებს სტრატეგიის განვითარებაზე ამ სფეროში.

ტერიტორიის მისიის სტრატეგიის გეგმის ოფიციალურად ძალაში შესვლის ცერემონიალის პირდაპირი გადაცემა ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებული მოვლენა იყო. სტრატეგიულ გეგმას ხელი მოაწერა ტერიტორიაზე შემავალმა ყველა  ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის ტერიტორიის, რეგიონის, დივიზიის, კორპუსების ოფიცრების და ადგილობრივი ოფიცრების ჩათვლით. ტექნოლოგიის ინოვაციის გამოყენებით ყველა ოფიცერს, ჯარისკაცს და მეგობარს ექნება ჩართულობის საშუალება ინიციატივებში. ტერიტორიის მოწოდებაა დაიმოწაფოს, გაზარდოს ჯარისკაცები, განავითაროს ლიდერები და ანგარიშვალდებული იყოს ყველა სფეროში. მსახურებას ამ მოწოდების ბეჭედი ადევს.

ამ მოწოდების და თვითდაფინანსების ნაწილია ოთხი SALVAtex-ის (მეორადების მაღაზიის) გახსნა რუმინეთში.

სტატისტიკა

97 ოფიცერი  (89 აქტიური, 8 პენსიონერი),  1 ენვოი, 5 კადეტი, 170 თანამშრომელი, 36 კორპუსი, 2 აუთპოსტი, 1228 უფროსი ჯარისკაცი, 817 მეგობარი, 328 უმცროსი ჯარისკაცი

«The Salvation Army Year Book 2018»-ზე დაყრდნობით

The Salvation Army

Eastern Europe Territory

MD 2008 Republica

Moldova. or. Chisinau

Str. Grigore Alexandrescu 5

P.O. Box 523