ხსნის არმიის აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია

ჩვენი ტერიტორია

საქართველო

საქართველოში, ხსნია არმიამ მსახურება 1993 წელს დაიწყო. ორგანიზაციის შტაბბინა დედაქალაქ თბილისშია განთავსებული. ქვეყნის მაშტაბით კი ხალხი ღმერთს 8 კორპუსში ემსახურება და ავრცელებს უფლის სიტყვას.

მოლდოვა

მოლდოვაში ხსნია არმიამ მსახურება 1994 წელს დაიწყო. ხსნის არმიის დივიზიის შტაბბინა კიშინიოვში მდებარეობს. ქვეყნის მაშტაბით ხსნის არმიელები გაჭირვებულ საზოგადებას 16 კორპუსში ემსახურეიან სხვადასხვა მსახურებების და პროგრამების საშუალებით.

რუმინეთი

რუმინეთში ხსნია არმიამ მსახურება 1999 წელს დაიწყო. ორგანიზაციის შტაბბინა ბუქარესტშია განთავსებული. ქვეყანაში 5 კორპუსი აქტირად არის ჩართულია მსახურებებში. აღმოსავლეთ ტერიტორიის მაშტაბით პირველად რუმინეთში გაიხსნა საქველმოქმედო მაღაზია “SALVATtex”

უკრაინა

უკრაინაში ხსნია არმიამ მსახურება 1993 წელს დაიწყო.9 კორპუსი მდებარეობს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში -კიევში, ხარკოვში, დნიპროში, დონეცკში, კროპივნიცკში, პესოჩინში, ვინიცაში, ლვოვში და სოფელ ნოვიაში.

ახალი ჰორიზონტი

Team member

ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მომავალი და იმედი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის---- და ბულგარეთისთვის.

უკვე ხუთი წელია ვლოცულობდით და ვგეგმავდით, რომ ბულგარეთში ხსნის არმიის მსახურება დაგვეწყო. ნელ-ნელა თავი მოიყარა ყველა საჭირო დეტალმა. 2019 წელს ბულგაერთში, ხსნის არმიის რეგისტრაციამ გაიარა ყველა ლეგალური საფეხური და იმედს ვიტოვებთ, რომ მისია სტარტს 2020 წლის შემოდგომას აიღებს. ამ საქმის ლიდერებად დანიშნულება უკვე მიიღეს კაპიტნებმა, ანა და ედუარდ ლებედევებმა და ვლოცულობთ, რომ გუნდის სრული შემადგენლობაც მალე იქნება მზად.

ამჟამინდელი შეზღუდვებიდან გამომდინარე რთულია დავასახელოდ ოფიციალური გახსნის თარიღი. ამ ინფორმაციის მიზანია, რომ გთხოვოთ თქვენი ლოცვითი მხარდაჭერა რწმენის ამ ნაბიჯის გადადგმის მხარდასაჭერად.

გთხოვთ ილოცოთ კაპ. ლებედევებისთვის, მათი შვილებისთვის და გუნდისთვის, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს. ასევე უფლის წინამღოლობისთვის მომდევნო ნაბიჯების დაგეგმისას, რადგან „სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“ (ფს 126:1)

მომდევნო კვირების, თვეების მანძლზე, თვალყური ადევნეთ ბულგარეთთან დაკავშირებულ ახალ ამბებს  ჩვენი ვებგვერდის საშუალებით.

მოგვყევი

Visit Us On FacebookVisit Us On Youtube

ჩვენი ამბები

რწმენა ქმედებაში

  • ჩვენს შესახებ

    ხსნის არმია ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია განსხვავებული მართვის და საქმიანობის სისტემით. ხსნის არმიის დოქტრინები ირეკლავს ქრისტიანული რწმენის მრწამსს და ხაზს უსვამს უფლის გადარჩენის გეგმას. ჩვენი მიზანია „ქრისტიანული რელიგიის წარმოჩენა.. განათლებაში, მიუსაფართა დახმარებაში, და სხვა საქველმოქმედო საქმიანობებში, რომელიც ემსახურება საზოგადოებას და კაცობრიობას.“* წაიკითხე მეტი…

    ჩვენს შესახებ
  • ჩვენი რწმენა

    ხსნის არმია არის ქრისტიანული ორგანიზაცია და საყოველთაო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი.

    ეს არის ის მესიჯი და ცხოვრების სტილი, რომელიც დაფუძნებულია ბიბლიის სწავლაზე. მისი საქმიანობის მიზანია ცნობადი გახადოს იესო ქრისტეს სახარება და მოუწოდოს ხალხს გაყვნენ მას. წაიკითხე მეტი…

    ჩვენი რწმენა
  • დოქტრინები

    ‘ხსნის არმიის’ აქტის 1980 წ. გამოშვების N1 პარაგრაფის მიხედვით.

    ჩვენ გვწამს, რომ ძველი და ახალი აღთქმის წერილები ღვთისულიერია და მხოლოდ ისინი შეადგენენ ქრისტიანული რწმენისა და ცხოვრების ღვთიურ წესს.

    ჩვენ გვწამს, რომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც სრულყოფილია და არის ყოვლის შემოქმედი , დამცველი და მბრძანებელი და რომ მხოლოდ ის უნდა იყოს რელიგიური თაყვანისცემის საგანი. წაიკითხე მეტი…

    დოქტრინები
  • ლოცვა

    ‘ხსნის არმიის’ საქმიანობაში ლოცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით მას. 

    ჩვენი Worldwide Prayer Meeting (ლოცვა მსოფლიო მაშტაბით) ყოველ სამშაბათ დილით ტარდება – თითოეული ადამიანი დღეში ნახევარ საათს უთმობს ხსნის არმიის საქმიანობაზე ლოცვას მსოფლიო მაშტაბით. წაიკითხე მეტი…

    ლოცვა
  • თაყვანისცემა

    ხსნის არმია საყოველთაო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილია მიუხედავად მისი მართვის და პრაქტიკული საქმიანობის განსხვავებული სტილისა. 

    ადგილს, სადაც ხსნის არმიელები განადიდებენ უფალს, ხანდახან უწოდებენ ‘ციტადელს’ ან ‘ტაძარს’, თუმცაღა რა სახელითაც არ უნდა მოიხსენებოდეს ეს ადგილი, ისინი წარმოადგენენ ქრისტიანულ ეკლესიებს და იგი ღიაა ყველასთვის სადაც ყველა თბილად იქნება მიღებული. წაიკითხე მეტი…

    თაყვანისცემა
  • სულიერი ცხოვრება

    ხსნის არმია მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი კი არა ’წმიდათა მოძრაობაა“ რომლის წევრები ცდილობენ ემსგავსებოდნენ იესო ქრისტეს მათ ცხოვრებაში სულიწმიდის მოქმედებით. წაიკითხე მეტი…

    სულიერი ცხოვრება
  • ხედვა

    ერთი არმია: ჩვენ ვხედავთ ღმერთის მიერ აღძრულ, სულიწმიდით აღვსებულ 21 საუკუნის არმიას – განმტკიცებულნი ჩვენს მოწოდებაში, ერთიანად წინ   დაძრულნი.

    ჩვენ… წაიკითხე მეტი…

    ხედვა
  • ქრისტეს სხეული

    ხსნის არმია ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია განსხვავებული მართვის და საქმიანობის სისტემით.    ხსნის არმიის დოქტრინები ირეკლავს ქრისტიანული რწმენის მრწამსს და ხაზს უსვამს უფლის გადარჩენის გეგმას. წაიკითხე მეტი…

    ქრისტეს სხეული
Go Back

ტერიტორიის ლიდერები და კაბინეტი

პოლკოვნიკი იოსტინდა მაგნა ნილსენები
პოლკოვნიკი იოსტინდა მაგნა ნილსენები
ტერიტორიის მეთაური/ტერიტორიის ქალთა მსახურების პრეზიდენტი
პოდპოლკოვნიკები ქელვინ და შერლიენ პეთიბრიჯები
პოდპოლკოვნიკები ქელვინ და შერლიენ პეთიბრიჯები
გენერალური მდივანი/ ტერიტორიის ქალთა მსახურების მდივანი
მაიორები ვიაჩესლავი და ელენა კატრუცა
მაიორები ვიაჩესლავი და ელენა კატრუცა
ტერიტორიის ბიზნეს ადმინისტრირების მდივანი / ტერიტორიის პროგრამების მდივანი
მაიორი ვიქტორია ლალაკი
მაიორი ვიქტორია ლალაკი
ტერიტორიის ტრეინინგების და განათლების მდივანი
კაპიტანი ედუარდ ლებედევი
კაპიტანი ედუარდ ლებედევი
ტერიტორიალური ახალგაზრდული მდივანი

დამოწმებები

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, თუ გაქვთ შეკითხვები

აღმოსავლეთ ევროპს ტერიტორია ციფრებში

ჩვენ ვიზრდებით!

ხსნის არმიის აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია ერთ ერთი ყველაზე მზარდი ტერიტორიაა. სადაც 97 ოფიცერი (89 აქტიური და 8 პენსიაზე გასული), 1 ენვოი, 5 კადეტი, 170 თანამშრომელი, 1228 უფროსი ჯარისკაცი, 817 მოახლოებული და 328 უმცროსი ჯარისკაცია.

  • საქართველო

    კორპუსების/ ბაზების რაოდენობა

  • მოლდოვა

    კორპუსების რაოდენობა

  • რუმინეთი

    კორპუსების რაოდენობა

  • უკრაინა

    კორპუსების/ ბაზების რაოდენობა